ხანძრის წარმოსაქმნელად სამი ელემენტია საჭირო: ჟანგბადი, საწვავი მასალა და ტემპერატურა. თუკი ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთს მოვაშორებთ, ხანძარი დაკარგავს ძალას და დაიწყებს ქრობას, სწორედ ამ ტექნიკური პრინციპით არის უზრუნველყოფილი ცეცხლმაქრების ეფექტურობა.
სხვადასხვა ტიპის ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენება შესაბამისი სახეობის ცეცხლმაქრი.
1 კგ-იანი ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი
2 კგ-იანი ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი
10 კგ-იანი ნახიროჟანგოვანი ცეცხლმაქრი
25 კგ-იანი ქაფის ცეცხლმაქრი
2 კგ-იანი ქიმიური ცეცხლმაქრი
6 კგ-იანი ქაფოვანი ცეცხლმაქრი
2 კგ-იანი ნახიროჟანგოვანი ცეცხლმაქრი
სახანძრო სტენდის კომპლექტი
სახანძრო უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სავალდებულოა ცეცხლმაქრზე გეგმიური შემოწმების განხორციელება ვიზუალურად და საჭიროებისამებრ მისი გადამუხტვა ქარხანა-დამამზადებლის ვადების გათვალისწინებით. ცეცხლმაქრის წნევა უნდა შემოწმდეს პერიოდულად. მის შემოწმებას საკუთარი ძალებითაც შეძლებთ, ამისათვის - ცეცხლმაქრის მანომეტრზე მაჩვენებელი უნდა იმყოფებოდეს მწვანე ზონაში - ანუ ცეცხლმაქრი ვარგისია, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია მისი ხელახალი გადამუხტვა. ექსპლუატაციის ნორმების მიხედვით ყველა ცეცხლმაქრი განსაზღვრული დროის შემდეგ საჭიროებს გადამუხტვას, ჩვენი კომპანია გაძლევთ საშუალებას ამ ვადის გასვლის შემდგომ მოვახდინოთ ცეცხლამქრის გადამუხტვა ასევე მისი ტექნიკური დიაგნოსტიკა და გამართვა, ჩვენ ასევე გაძლევთ საშუალებას უკვე გამოყენებული ცეცხლმაქრის ხელახლა გადამუხტოთ და მოამზადოთ ტექნიკურად მისი შემდგომი გამოყენებისთვის.
დაგვიკავშირდით